გავრცელდა ცნობები, რომ გერმანიის მთავრობამ უკრაინას 18 მთავარი საბრძოლო ტანკი „ლეოპარდი“ გადასცა

გავრცელდა ცნობები, რომ გერმანიის მთავრობამ უკრაინას 18 მთავარი საბრძოლო ტანკი „ლეოპარდი“ გადასცა

1965889
გავრცელდა ცნობები, რომ გერმანიის მთავრობამ უკრაინას 18 მთავარი საბრძოლო ტანკი „ლეოპარდი“ გადასცა

გავრცელდა ცნობები, რომ გერმანიის მთავრობამ უკრაინას 18 მთავარი საბრძოლო ტანკი „ლეოპარდი“ გადასცა.

ჟურნალი „შპიგელი“ წერს, რომ კვირის ბოლოს ტანკები გერმანიიდან გავიდა და უკრაინის საზღვრამდე მიიტანეს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტანკები „ლეოპარდი“ უკრაინას იარაღისა და სათადარიგო ნაწილების ყოვლისმომცველი პაკეტით გადაეცა.

ასევე აღინიშნა, რომ ამ ტანკების გარდა, საბრძოლო ზონაში „მარდერის“ ტიპის 40 ჯავშანტექნიკაც ჩავიდა.

ინფორმაციის მიხედვთ, გერმანიის მთავრობამ იარაღის გადაზიდვის ზუსტი მარშრუტი საიდუმლოდ შეინახა უსაფრთხოების მიზნით და გერმანიის არმიამ უკრაინელი ჯარისკაცები გაწვრთნა სწრაფი მომზადების პროგრამით ბოლო ორი თვის განმავლობაში.



მსგავსი ინფორმაციები