TOGG-ის გაყიდვების პროცესი იწყება

მისი ფასი საზოგადოებისთვის უმოკლეს ხანაში გახდება ცნობილი

1958876
TOGG-ის გაყიდვების პროცესი იწყება

პირველი თურქული ელექტრო ავტომობილის TOGG-ის გაყიდვების პროცესი იწყება.

მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილემ, მეჰმედ ფათიჰ ქაჯირმა განაცხადა, რომ TOGG-ის გაყიდვები ამ კვირაში დაიწყება.

„Togg არის ელექტრომობილების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდი მსოფლიოში და ის ხელს შეუწყობს მრავალი ტექნოლოგიური ინიციატივის დაბადებას. გაყიდვებში პირველ ეტაპზე TOGG-ის C სეგმენტის SUV მოდელი გამოვა. მისი ფასი საზოგადოებისთვის უმოკლეს ხანაში გახდება ცნობილი“, - განაცხადა მეჰმედ ფათიჰ ქაჯირმა.

შეგახსენებთ, რომ პირველი თურქული ელექტრო ავტომობილის TOGG-ის სერიული წარმოება, გასული წლის 29 ოქტომბერს დაიწყო. მიმდინარე წლის ბოლომდე, 20 ათასი ავტომობილის წარმოებაა მიზნად დასახული, 2030 წლისთვის კი 1 მილიონი.



მსგავსი ინფორმაციები