ორი უკრაინელი პილოტი აშშ-ში სამხედრო თვითმფრინავებთან დაკავშირებით სწავლებას გადის

ორი უკრაინელი პილოტი ამერიკის შეერთებულ შტატებში F-16-ის ჩათვლით სამხედრო თვითმფრინავებთან დაკავშირებით სწავლებას გადის

1955545
ორი უკრაინელი პილოტი აშშ-ში სამხედრო თვითმფრინავებთან დაკავშირებით სწავლებას გადის

ორი უკრაინელი პილოტი ამერიკის შეერთებულ შტატებში F-16-ის ჩათვლით სამხედრო თვითმფრინავებთან დაკავშირებით სწავლებას გადის.

სააგენტო „ანადოლუ“-სთვის მიცემულ წერილობით განცხადებაში აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ორი უკრაინელი მფრინავი სამხედრო თვითმფრინავების შესახებ ტრენინგს არიზონას შტატში, ტუსონის რეგიონში გადის.

მაღალჩინოსნის განცხადებით, ტრენინგის წყალობით, რომელმაც აჩვენა, თუ როგორ მუშაობენ აშშ-ს საჰაერო ძალები და ჯარისკაცები, მათ წვლილი შეიტანეს უკრაინელი მფრინავების განვითარებაში და შეძლეს უკეთესი რჩევების მიცემა, თუ როგორ გააუმჯობესონ მათი უნარები.

მან ასევე თქვა, რომ უკრაინელი პილოტები არ იფრენენ, მაგრამ ტრენინგების ფარგლებში გამოიყენებენ სიმულატორებს.

მან აღნიშნა, რომ მათ პირველად მოაწყვეს ასეთი ღონისძიება უკრაინელ მფრინავებთან ერთად და რომ საბრძოლო სარდლობის მიერ დაფინანსებული წვრთნები მსგავსია სხვა ქვეყნებთან უსაფრთხოების თანამშრომლობისა, რომელიც ორგანიზებულია აშშ-ს ევროპული სარდლობის წვრთნების ფარგლებში.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ სწავლება არ ჩატარებულა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ან აშშ-ს მიერ საკუთარი ინვენტარიდან გაწეული დახმარების ფარგლებში. მისივე თქმით, ჯერ არ იგეგმება ტუსონში გაწვრთნილი უკრაინელი მფრინავების რაოდენობის გაზრდა და დაამატა: „თუმცა, ჩვენ არ ვკეტავთ კარს მომავალი შესაძლებლობებისთვის“.

სამხედრო მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პოზიციაში უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებასთან დაკავშირებით სიახლე არ არის.



მსგავსი ინფორმაციები