„იდუმალი“ დაავადება პაკისტანში
მრავალი ბავშვი დაიღუპა
1938565

პაკისტანის ქალაქ კარაჩიში ბოლო 2 კვირის განმავლობაში სუნთქვის უკმარისობის გამო 18 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 ბავშვი იყო. პაკისტანის პრესის ცნობით, 10-25 იანვარს ქალაქ კარაჩის კიმარის რაიონში 18 ადამიანი, რომელთაგან სულ მცირე 10 ბავშვი იყო, იდუმალი დაავადების გამო, რომელიც სუნთქვის უკმარისობას იწვევს, გარდაიცვალა.
ფიქრობენ, რომ რეგიონში ნავთობის, ზეთების და მეტალის ქარხნებიდან გამომავალი „ტოქსიკური აირები“ ირგვლივ მცხოვრებლების სუნთქვის უკმარისობას იწვევს.
გამოძიების ფარგლებში 3 ქარხანა დაიხურა და 4 პირი დააკავეს. აღნიშნული გაზისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების კვლევა მიმდინარეობს.
მსგავსი ინფორმაციები

თუ ერთ-ერთ მეუღლეს აქვს ჰიპერტენზია, ეს ზრდის მეორეში მისი გამოვლენის ალბათობას
თუ ერთ-ერთ მეუღლეს აქვს ჰიპერტენზია, ეს ზრდის მეორეში მისი გამოვლენის ალბათობას