Bayraktar Kizilelma-მ მეორე საცდელი ფრენა წარმატებით დაასრულა

Bayraktar Kizilelma-მ მეორე საცდელი ფრენა წარმატებით დაასრულა

1937039
Bayraktar Kizilelma-მ მეორე საცდელი ფრენა წარმატებით დაასრულა

თურქეთის პირველმა უპილოტო მოიერიშე თვითმფრინავმა Bayraktar Kızılelma-მ მეორე საცდელი ფრენა წარმატებით დაასრულა.

კომპანია Baykar-ის განცხადებით, თურქეთის პირველმა უპილოტო მოიერიშე თვითმფრინავმა Bayraktar Kızılelma-მ, რომელიც კომპანიამ მთლიანად თავისი კაპიტალით შექმნა, წარმატებით დაასრულა სისტემის იდენტიფიკაციის ტესტის მეორე ფრენა.

კომპანია Baykar-ის თავმჯდომარემ და ტექნოლოგიების ლიდერმა სელჩუკ ბაირაქტარმა სოციალურ ქსელში საკითხთან დაკავშირებით გაავრცელა გზავნილი, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენმა Bayraktar #KIZILELMA-მ წარმატებით დაასრულა მეორე საფრენი გამოცდა. დაე, მისი ჰორიზონტები ღია იყოს“.



მსგავსი ინფორმაციები