მწვანე კომეტა 50 ათასი წლის შემდეგ ისევ უახლოვდება დედამიწას

მწვანე კომეტა 50 ათასი წლის შემდეგ ისევ უახლოვდება დედამიწას

1932416
მწვანე კომეტა 50 ათასი წლის შემდეგ ისევ უახლოვდება დედამიწას

კაშკაშა მწვანე კომეტა 50 ათასი წლის შემდეგ ისევ უახლოვდება დედამიწას. აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ კომეტა პირველად მარტში აღმოაჩინეს, როდესაც ის იუპიტერზე ბრუნავდა. მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ციური სხეული დედამიწასთან ყველაზე ახლოს 2 თებერვალს იქნება და მისი დაკვირვება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში იანვარში, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში თებერვალში იქნება შესაძლებელი.

პლანეტარული საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია ასტრონომიასთან დაკავშირებულ კვლევებზე, აცხადებს, რომ კომეტის მზის გარშემო ბრუნავს დაახლოებით 50 ათასი წელი სჭირდება, ამიტომ მისი ნახვის შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი ცხოვრებაში.



მსგავსი ინფორმაციები