ჩინური „კიბერშეტევა“ საერთაშორისო ამნისტიაზე

ჩინური „კიბერშეტევა“ საერთაშორისო ამნისტიაზე

1915345
ჩინური „კიბერშეტევა“ საერთაშორისო ამნისტიაზე

საერთაშორისო ამნისტიის კანადის ფილიალმა გამოაცხადა, რომ ისინი ჩინური კიბერშეტევის სამიზნე გახდნენ. ორგანიზაციის კანადის ფილიალის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ პირველი კიბერშეტევები გამოვლინდა 5 ოქტომბერს. მათივე განცხადებით, სასამართლო ექსპერტიზის გამომძიებლებმა და კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა დაიწყეს ინციდენტის გამოძიება რა, კიბერშეტევის გამო, დაწესებულების საქმიანობა დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში შეფერხებული იყო. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კეტი სივიდანიმ აღნიშნა, რომ შეტევა განსაკუთრებით უკავშირდება ჩინეთს და ჰონგ-კონგს, და რომ იგი მიზნად ისახავს რამდენიმე წამყვან ჩინელ აქტივისტს.

აშშ-ში დაფუძნებულმა კიბერუსაფრთხოების ფირმა Recorded Future-მა 2022 წლის აგვისტოში გამოაცხადა, რომ საერთაშორისო ამინისტიასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია იყო იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც შეიძლება გამხდარიყო ჩინელი ჰაკერების სამიზნე.

თავის მხრივ, საერთაშორისო ამინისტია ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას ჩინეთში უფლებების დარღვევის წინააღმდეგ იმოქმედონ.



მსგავსი ინფორმაციები