„ყოველი 5 სიკვდილიდან 1 დაკავშირებულია ალკოჰოლის მოხმარებასთან“

„ყოველი 5 სიკვდილიდან 1 დაკავშირებულია ალკოჰოლის მოხმარებასთან“

1901818
„ყოველი 5 სიკვდილიდან 1 დაკავშირებულია ალკოჰოლის მოხმარებასთან“

ამერიკის შეერთებულ შტატებში, 20-დან 49 წლამდე ასაკის ყოველი 5 სიკვდილიდან 1 დაკავშირებულია ალკოჰოლის გადაჭარბებულ მოხმარებასთან. ამერიკული სამედიცინო ასოციაციის ყოველთვიურ ღია ხელმისაწვდომ სამედიცინო ჟურნალ, JAMA Network Open-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ ხაზი გაუსვა ქვეყანაში ალკოჰოლის გადაჭარბებულ მოხმარებასთან დაკავშირებულ სიკვდილიანობას. კვლევაში ნათქვამია, რომ 20-49 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში 5 სიკვდილიდან 1 დაკავშირებულია ალკოჰოლის გადაჭარბებულ მოხმარებასთან. დოქტორმა მარისა ესერმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ კვლევას, აღნიშნა, რომ ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებლები განსხვავდება შტატის მიხედვით. ესერმა აღნიშნა, რომ კვლევა ეფუძნება 2015 წლიდან 2019 წლამდე სახელმწიფო და ეროვნული სიკვდილის მონაცემებს. მისივე თქმით, ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა  ბოლო 10 წლის განმავლობაში გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #სიკვდილიანობა , #ალკოჰოლი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები