გერმანიამ უკრაინას Iris-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა
გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცა Iris-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა
გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცა Iris-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა.
ჟურნალ Der Spiegel-ით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუშინ პოლონეთ-უკრაინის საზღვართან Iris-T SLM ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემა მოხდა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა ორშაბათს გაკეთებულ განაცხადებაში აღნიშნა, რომ უახლესი ტექნოლოგიით წარმოებული Iris-T SLM ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველი სისტემა უახლოეს დღეებში მზად იქნება უკრაინაში მოსახლეობის ეფექტურად დასაცავად.
თავდაცვის სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ Iris-T SLM არის ახლად შექმნილი უახლესი საჰაერო თავდაცვის სისტემა და რომ გერმანია უკრაინას ასეთ ოთხ ერთეულ გადასცემს.
მსგავსი ინფორმაციები
ბოლო 100 წლის ყველაზე ძლიერი ქარიშხალი "მილტონი" ფლორიდას უახლოვდება
ბოლო 100 წლის ყველაზე ძლიერი ქარიშხალი "მილტონი" ფლორიდას უახლოვდება