ინდოეთში 82 ბავშვს „ტომატის გრიპი“ დაუდგინდა

ინდოეთის კერალასა და ოდიშას შტატებში 82 ბავშვს „ტომატის გრიპი“ დაუდგინდა

1870931
ინდოეთში 82 ბავშვს „ტომატის გრიპი“ დაუდგინდა

ინდოეთის კერალასა და ოდიშას შტატებში 82 ბავშვს „ტომატის გრიპი“ დაუდგინდა.

ჟურნალ The Lancet-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ შემთხვევები პირველად დაფიქსირდა ქალაქ კოლამში, კერალას შტატში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ვირუსი დაფიქსირდა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში პროვინციის ანჩალის, არიანკავუსა და ნედუვატურის რეგიონებში.

გარდა ამისა, ინფექცია ერთიდან 9 წლამდე 26 ბავშვს დაუდგინდა ოდიშას შტატში, რითაც დაინფიცირებულთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა.

ექსპერტებმა გააკეთეს გაფრთხილება, რომ ვირუსი საკმაოდ მარტივად ვრცელდება.

 „ტომატის გრიპი“, რომელიც სახელს კანზე წითელი ბუშტუკებიდან იღებს, იწვევს სიწითლეს, მაღალ ცხელებას და სახსრების ტკივილს.

აღნიშნულია, რომ დაავადების მკურნალობის მეთოდი ჯერ არ არსებობს.


საკვანძო სიტყვები: #ტომატის გრიპი , #ინდოეთი

მსგავსი ინფორმაციები