მაიმუნის ყვავილის  ვირუსი 78 ქვეყანაში დადასტურდა

მაიმუნის ყვავილის  ვირუსი 78 ქვეყანაში დადასტურდა

1860798
მაიმუნის ყვავილის  ვირუსი 78 ქვეყანაში დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ მაიმუნის ყვავილის ვირუსის შემთხვევების რაოდენობამ მსოფლიოში 18 ათასს გადააჭარბა. ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა, ჟენევაში ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო მონაცემებით, მაიმუნის ყვავილის ვირუსის შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით 78 ქვეყანაში დაფიქსირდა და 18 ათასს გადააჭარბა. მისივე თქმით, შემთხვევების 70 პროცენტი ევროპის ქვეყნებშია, ხოლო 25 პროცენტი ამერიკის რეგიონში. გებრეისუსის თქმით, შემთხვევების 10 პროცენტი ჰოსპიტალიზირებულია. „ეს ეპიდემია შეიძლება შეჩერდეს, თუ ქვეყნები, თემები და ინდივიდები სერიოზულად მიიღებენ ამ რისკს და მიიღებენ აუცილებელ ზომებს მისი გავრცელების თავიდან ასაცილებლად“, განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.


საკვანძო სიტყვები: #ვირუსი , #მაიმუნის ყვავილი

მსგავსი ინფორმაციები