ჯანმო: „კოვიდ-19-ი კვლავ რჩება გლობალური მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად“

ჯანმო: „კოვიდ-19-ი კვლავ რჩება გლობალური მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად“

1854909
ჯანმო: „კოვიდ-19-ი კვლავ რჩება გლობალური მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) აცხადებენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი (კოვიდ-19) კვლავ რჩება გლობალური მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად. ორგანიზაციის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ 8 ივლისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტი კოვიდ-19-ის მდგომარეობის განსახილველად შეიკრიბა.

შეხვედრაზე, კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია კოვიდ-19-ის შეფასებისთვის საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო (PHEIC) კატეგორიაში დარჩენის თაობაზე და ეს წინადადება მიღებული იქნა.

მეორეს მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა კოვიდ-19-ით გამოწვეული გლობალური მსხვერპლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: „მე შეშფოთებული ვარ იმ გამოწვევებით, რაც კოვიდ-19-ის სიკვდილიანობის მზარდი ტენდენცია პრობლემებს უქმნის ჯანდაცვის სისტემებსა და ჯანდაცვის მუშაკებს“. მისივე თქმით, ომიკრონის ვარიანტის ქვევარიანტები BA.4 და BA.5 აგრძელებენ შემთხვევების რაოდენობის ზრდას მთელ მსოფლიოში.

გებრეისუსმა ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ გლობალური მასშტაბით კოვიდ-19-ის შემთხვევები  4 კვირაა ზედიზედ იზრდება რა, ჯანდაცვის მუშაკებს და მთავრობებს მოუწოდა, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოახდინონ.



მსგავსი ინფორმაციები