პრეზიდენტი ერდოღანი სამხედრო წვრთნებს „Efes-2022“-ს დაესწრო

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სიტყვით გამოვიდა იზმირის რაიონ სეფერიჰისარში გამართულ „Efes-2022“ წვრთნების გამორჩეული დამკვირვებლის დღეზე

1840617
პრეზიდენტი ერდოღანი სამხედრო წვრთნებს „Efes-2022“-ს დაესწრო

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სიტყვით გამოვიდა იზმირის რაიონ სეფერიჰისარში გამართულ „Efes-2022“ წვრთნების გამორჩეული დამკვირვებლის დღეზე.

„ჩვენ ნაბიჯ ნაბიჯ ვახორციელებთ ჩვენს გადაწყვეტილებას დავიცვათ ჩვენი საზღვრები 30 კილომეტრის სიღრმის უსაფრთხოების ხაზით“. - განაცხადა პრეზიდენტმა.

„ჩვენ არ დავუშვებთ ტერორისტული დერეფნების შექმნას ჩვენი ქვეყნის საზღვრებთან, ამისთვის ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ ჩვენი უსაფრთხოების ხაზის დარჩენილ ნაწილებს“. - თქვა მან.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე დასძინა: „ჩვენ მოვუწოდებთ საბერძნეთს შეწყვიტოს არასამხედრო სტატუსის მქონე კუნძულების შეიარაღება და იმოქმედოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად... ბატონი (საბერძნეთის პრემიერ მინისტრი კირიაკოსი) მიცოტაკისი, ალბათ, ტურისტულ გასვლებს ახორციელებს კუნძულებზე, ამით შეუძლებელია რამის მიღწევა. თურქეთი არავის უფლებებს და კანონებს არ არღვევს, მაგრამ არც საკუთარ უფლებებს და კანონებს დაარღვევინებს სხვებს... ჩვენ ვაფრთხილებთ საბერძნეთს, თავი შეიკავოს ოცნებებისა და ქმედებებისგან, რომლებიც სინანულს გამოიწვევს ისევე როგორც საუკუნის წინ და გონს მოეგოს. თურქეთი არ დათმობს თავის უფლებებს ეგეოსის ზღვაში და არ იტყვის უარს კუნძულების შეიარაღების საკითხზე საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული უფლებამოსილებების გამოყენებზე“.

წვრთნები „Efes-2022“-ს მეორე ნაწილი „გამორჩეული დამკვირვებლის დღე“ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით დაიწყო.

დილის აქტივობები, რომელსაც აკვირდებოდა ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, 10-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან, გენერალური შტაბის უფროსებთან და თურქეთის შეიარაღებული ძალების სარდლობასთან ერთად, განსაზღვრული სამიზნეების ზუსტი დარტყმით განადგურებით დასრულდა.

გამორჩეული დამკვირვებლების დღის აქტივობების მეორე ნაწილი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტი ერდოღანი წვრთნების ტერიტორიაზე მივიდა.

სწავლებაზე სახმელეთო ჯარების მეთაურის, გენერალ მუსა ავსევერის მიერ გამართული ბრიფინგის შემდეგ, წვრთნების ფარგლებში  თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამიზნეების განადგურება დაიწყო.

წვრთნები Efes-2022, ეროვნული თავდაცვის სამინისტროსთან, გენერალურ შტაბთან, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალებთან, ჟანდარმერიის გენერალურ სარდლობასთან, სანაპირო დაცვის სარდლობასთან, სამოქალაქო საჯარო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან ერთად, აშშ-დან, გერმანიიდან, ალბანეთიდან, ავსტრალიიდან, აზერბაიჯანიდან, ბაჰრეინიდან, ბანგლადეშიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, ბურკინა-ფასოდან, ჩეხეთიდან, ეთიოპიიდან, საფრანგეთიდან, გამბიიდან, საქართველოდან, ერაყიდან, ინგლისიდან, იტალიიდან, კამერუნიდან, კატარიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, კორეის რესპუბლიკიდან, კოსოვოდან, ქუვეითიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, ლატვიიდან, ლიბიიდან, უნგრეთიდან, მალაიზიიდან, მონღოლეთიდან, ნიგერიიდან, უზბეკეთიდან, პაკისტანიდან, რუანდიდან, სლოვაკეთიდან, სომალიდან და იორდანიიდან დაახლოებით 1100 უცხოელის მთლიანობაში 11 ათასი პერსონალის მონაწილეობით ტარდება.

წვრთნებში, რომელიც მიზნად ისახავს გაერთიანებულ და ერთობლივ ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების ელემენტების მიერ ჩამოყალიბებული ერთობლივი შტაბისა და დანაყოფების სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას, გამოყენებულია გაეროს მშვიდობის მხარდაჭერის ოპერაციის ზოგადი სცენარი.

წვრთნების Efes 2022-ის ღამის აქტივობები გუშინ გაიმართა.



მსგავსი ინფორმაციები