ინდოეთმა წარმატებით გამოსცადა რაკეტა Agni-4

ინდოეთმა წარმატებით გამოსცადა ბირთვული შესაძლებლობების და 4000 კილომეტრის რადიუსის მქნე რაკეტა Agni-4

1839092
ინდოეთმა წარმატებით გამოსცადა რაკეტა Agni-4

ინდოეთმა წარმატებით გამოსცადა ბირთვული შესაძლებლობების და 4000 კილომეტრის რადიუსის მქნე რაკეტა Agni-4.

ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტის „აგნი-4“-ს წარმატებული გაშვება განხორციელდა ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:30 საათზე ოდიშას შტატის ღია წყლებში მდებარე აბდულ კალამის კუნძულიდან“.

იქვე ნათქვამია, რომ რაკეტის გამოცდა იყო "გამოყენების რუტინული წვრთნების ნაწილი, რომელიც ტარდება სტრატეგიული ძალების სარდლობის ეგიდით".

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ტესტირებამ ასევე დაადასტურა ინდოეთის "საიმედო სამხედრო შეკავების შესაძლებლობის შესახებ პოლიტიკის არსებობა".


საკვანძო სიტყვები: #გამოცდა , #რაკეტა , #ინდოეთი

მსგავსი ინფორმაციები