ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით ახალ განცხადებას აკეთებს

ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით ახალ განცხადებას აკეთებს

1836542
ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით ახალ განცხადებას აკეთებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) იტყობინება, რომ მაიმუნის ყვავილის ვირუსი, რომელიც გავრცელდა ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით ევროპაში, ბოლო კვირების განმავლობაში 30 ქვეყანაში 550 ადამიანი დაინფიცირდა.

ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ჟენევაში მდებარე შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ 30 ქვეყანაში 550 მაიმუნის ყვავილის ვირუსის შემთხვევა დაადასტურეს.

„კვლევები მიმდინარეობს, მაგრამ ვირუსის უმოკლეს დროში მრავალ ქვეყანაში სწრაფი გამოჩენა, მიუთითებს მის დაუდგენელ გავრცელებაზე“ აღნიშნა გებრეისუსმა.

მან, ჯანმო-ს წევრ ქვეყნებს ასევე მოუწოდა, რომ აღნიშნული ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში მათ დროულად მიაწოდონ ინფორმაცია.



მსგავსი ინფორმაციები