ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა „მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ ვაქცინებს შეიძენს

ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა „მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ ვაქცინებს და ანტივირუსულ საშუალებებს შეიძენს

1833080
ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა „მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ ვაქცინებს შეიძენს

ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა „მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ ვაქცინებს და ანტივირუსულ საშუალებებს შეიძენს.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, კაროლინა დარიასმა პრესას განუცხადა, რომ ჩუტყვავილას ვაქცინის ვარიანტ Imvanex-ს, რომელიც წარმოებულია დანიური კომპანია Bavarian Nordic-ს მიერ და დამტკიცებულია ევროპული მედიკამენტების სააგენტოს მიერ, ევროკავშირში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევებისთვის გამოსაყენებლად შეიძენენ.

ესპანელმა მინისტრმა არ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ასაკობრივ და პაციენტთა ჯგუფებში იქნება გამოყენებული ვაქცინა.

ევროპაში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობის მქონე ქვეყანა ამჟამად ესპანეთია.

სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ესპანეთში „მაიმუნის ყვავილის“ 59 დადასტურებული შემთხვევაა.



მსგავსი ინფორმაციები