ინდონეზიაში იდუმალი ჰეპატიტი დაფიქსირდა

ინდონეზიაში იდუმალი ჰეპატიტი დაფიქსირდა

1821679
ინდონეზიაში იდუმალი ჰეპატიტი დაფიქსირდა

ინდონეზიაში იდუმალი ჰეპატიტის (ღვიძლის ანთების) გამო 3 ბავშვი გარდაიცვალა.

Bloomberg-ის მიერ, ინდონეზიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ თვეში ბავშვები, რომლებსაც აქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, ცხელება და გონების დაკარგვა, გადაიყვანეს ჯაკარტას საავადმყოფოში.

ამავე ინფორმაციით, გაურკვეველი წარმოშობის ჰეპატიტის ვირუსით ამ დროისათვის სამი ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამინისტრომ კი მოსახლეობას მოუწოდა, მსგავსი სიმპტომების მქონე ბავშვები სასწრაფოდ გადაიყვანონ სამედიცინო დაწესებულებებში.

მეორეს მხრივ, სამინისტრომ ამ დაავადების დასადგენად მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო შემოწმების ცირკულარი გამოაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით კი, მსოფლიოში ამ ჰეპატიტით სულ მცირე 4 ბავშვი გარდაიცვალა.


საკვანძო სიტყვები: #ჰეპატიტი , #ინდონეზია

მსგავსი ინფორმაციები