ჯანმო-მ ფაჰრეთთინ ქოჯას ჯილდო გადასცა

ჯანმო-მ ფაჰრეთთინ ქოჯას ჯილდო გადასცა

1797702
ჯანმო-მ ფაჰრეთთინ ქოჯას ჯილდო გადასცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO)  ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ექიმმა ჰანს კლუგემ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთთინ ქოჯას, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ გაწეული სამუშაოების გამო ჯილდო გადასცა.

ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანმო-ს მიერ სტამბოლში ერთობლივად გამართულ შეხვედრაზე, მინისტრმა ქოჯამ, კლუგესთან პირისპირი შეხვედრა გამართა.

ქოჯამ შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ევროპის რეგიონის მიგრაციისა და ჯანმრთელობის შეხვედრაზე, სადაც განიხილეს მიგრაციის ეფექტების შემცირება ჯანდაცვის სფეროში. ჯანმო-ს რეგიონალური დირექტორები თანდასწრებით, ევროპის ბიუროს ხელმძღვანელ, ექიმ ჰანს კლუგესგან, თურქეთის მხრიდან ეპიდემიის წინააღმდეგ გაწეული წარმატებული სამუშაოებისთვის, ჯანდაცვის საზოგადოების სახელით ჯილდო მივიღეთ“.



მსგავსი ინფორმაციები