პაციენტი, რომელსაც ღორის გული გადაუნერგეს, გარდაიცვალა
პაციენტი, რომელსაც ღორის გული გადაუნერგეს, გარდაიცვალა
1793370
გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაციენტი, რომელსაც აშშ-ში, მერილენდში, ღორის გული გადაუნერგეს, 2 თვის შემდეგ გარდაიცვალა. Usa Today-ს ახალი ამბების მიხედვით, 57 წლის დევიდ ბენეტიას, რომელსაც გულის ინფარქტი ჰქონდა გადატანილი და არარეგულარული გულისცემის გამო ადამიანის გული ვერ გადაუნერგეს, ღორის გულის ტრანსპლანტაცია მოხდა. ბოლო დღეებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მერილენდის უნივერსიტეტის ჰოსპიტალმა განაცხადა, რომ ბენეტი გუშინ გარდაიცვალა, მაგრამ სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. საავადმყოფოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ისინი განიხილავენ ბენეტის სიკვდილის მიზეზს და კვლევის შედეგებს რეცენზირებად ჟურნალში გამოაქვეყნებენ.