ჯანმო მკაცრად გმობს უკრაინაში სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მკაცრად გმობს უკრაინაში სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმებს

1791876
ჯანმო მკაცრად გმობს უკრაინაში სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ მკაცრად გმობს უკრაინაში სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ექიმმა ჰანს ჰენრი პ. კლუგემ, პრესკონფერენციაზე გააკეთა გაფრთხილება, რომ ბოლო დღეებში უკრაინაში ჯანდაცვის მუშაკებზე, საავადმყოფოებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმები გახშირდა და რომ ქვეყანას უჭირს სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მასალების მიწოდება.

მან დასძინა, რომ 24 თებერვლიდან უკრაინაში სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმის 16 დამტკიცებული შეტყობინება არის შესული. კლუგეს განცხადებით, არც კი არის საჭირო იმის თქმა, რომ ჯანდაცვის დაწესებულებები არ უნდა იყოს სამიზნე ომის დროსაც კი.

„ჯანმო მკაცრად გმობს თავდასხმებს სამედიცინო დაწესებულებებზე.“ აღნიშნა მან.

კლუგემ დასძინა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 13 დღის განმავლობაში ლტოლვილთა ყველაზე დიდი კრიზისია ბოლო 75 წლის განმავლობაში ევროპაში და რომ ჯანდაცვის სისტემა დიდი ზეწოლის ქვეშაა როგორც უკრაინაში, ასევე მეზობელ ქვეყნებში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა განაცხადა, რომ უკრაინაში მცირდება ჟანგბადი, ინსულინი, პირადი დამცავი აღჭურვილობა, ქირურგიული მასალები და სისხლის პროდუქტები და ისინი მუშაობენ მათ სწრაფად მიწოდებაზე.



მსგავსი ინფორმაციები