კავშირი Covid-19-სა და D ვიტამინს შორის
მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის დროსაც შეისწავლეს კავშირი Covid-19-სა და D ვიტამინს შორის

აღმოჩნდა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) შემთხვევები და ვირუსთან დაკავშირებული სიკვდილიანობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს D ვიტამინის ნაკლებობასთან.
ვებსაიტზე Spring.org-ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის დროსაც შეისწავლეს კავშირი Covid-19-სა და D ვიტამინს შორის.
კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა ევროპის 20 ქვეყნის ჯანდაცვის მონაცემები.
კვლევაში D ვიტამინის ნაკლებობა დაფიქსირდა ისეთი ქვეყნების ხანდაზმულ მოსახლეობაში, როგორიცაა იტალია, შვეიცარია და ესპანეთი.
ექსპერტებმა განაცხადეს, რომ D ვიტამინის დაბალი დონე სამხრეთ ევროპის ქვეყნებში შეიძლება დაკავშირებული იყოს მზის სხივებისთვის თავის არიდებასთან.
ასევე აღინიშნა, რომ სკანდინავიის ქვეყნებში კოვიდ-19-ის შემთხვევების დაბალი რაოდენობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ისეთი დანამატების გამოყენებასთან, როგორიცაა D ვიტამინი და თევზის ზეთი.
კვლევებით გაირკვა, რომ ვირუსით გამოწვეული ლეტალობის პრევენცია შესაძლებელია D ვიტამინით.
წინა კვლევებში ნათქვამი იყო, რომ D ვიტამინის დეფიციტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს რესპირატორულ დაავადებებთან.
მსგავსი ინფორმაციები

პრეზიდენტმა თურქეთის მოქალაქის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნის პროცესი ოფიციალურად დაიწყო
პრეზიდენტმა თურქეთის მოქალაქის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნის პროცესი ოფიციალურად დაიწყო

თურქეთში რიგით მეოთხე საბურღი გემი ჩამოვიდა
7 მარტს სამხრეთ კორეის პორტ ოკპოდან გამოსული გემი მეშვიდე თაობის მოწინავე ტექნოლოგიას ფლობს