პირველი თურქული მინი სატელიტი კოსმოსში გატყორცნეს

იგი ორბიტაზე 4 წელი და 8 თვე დარჩება

1762589
პირველი თურქული მინი სატელიტი კოსმოსში გატყორცნეს

თურქეთის პირველმა მინი თანამგზავრმა Grizu-263A-მ წარმატებით გამოაგზავნა პირველი სიგნალები. ეს მინი (ჯიბის) თანამგზავრი შექმნილია “მაღაროელთა დედაქალაქად“ წოდებულ ქალაქ ზონგულდაქის ბულენთ ეჯევითის სახელობის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებისგან შექმნილი კოსმოსური გუნდ Grizu/გრიზუ-263-ის მიერ, ხოლო იგი გატყორცნილ იქნა Space X-ის Falcon 9 რაკეტით გუშინ, თურქეთის დროით 18:25 საათზე, აშშ-ის ფლორიდაში მოქმედი კეიპ კანავერალის ბაზიდან და გატყორცნიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ ორბიტაზე განთავსდა. Grizu-263-ის გუნდის სოციალური ქსელის ანგარიშით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნულია: “თანამგზავრიდან Grizu-263A პირველი სიგნალები წარმატებით იქნა მიღებული. ჩვენი თანამგზავრი ორბიტაზე ყოფნას და სიგნალების გამოგზავნას გააგრძელებს. ეს არის ჩვენი გუნდის მიერ წარმოებული და გამოცდილი პირველი თანამგზავრი, რომლის მისიაც დაწყებულია და წარმატებით გრძელდება." ეს მინი სატელიტი ორბიტაზე დაახლოებით 525 კმ-ის სიმაღლეზე იფრენს და იქ დარჩება 4 წლისა და 8 თვის განმავლობაში.



მსგავსი ინფორმაციები