ეგვიპტემ და აშშ-მა  ერთობლივი წვრთნები გამართეს

ამ წვრთნებს წითელი ზღვა მასპინძლობდა

1760174
ეგვიპტემ და აშშ-მა  ერთობლივი წვრთნები გამართეს

 

ეგვიპტის არმიის პრეს-სპიკერმა, პოლკოვნიკმა გარიპ აბდულჰაფიზმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ხსენებულ წვრთნებში მონაწილეობა მიიღეს ეგვიპტის საზღვაო ფლოტის ფრეგატმა "ალექსანდრიამ" და აშშ-ს საზღვაო ძალების კუთვნილმა კრეისერებმა "USS Janson Dunham"-მა და "USS Cole"-მ. მისივე თქმით, ამ წვრთნების ფარგლებში წითელ ზღვაში ჩატარდა რამდენიმე მანევრი, მათ შორის საზღვაო და სანავიგაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კომერციული სატვირთო გემების დაცვა, კოორდინირებული ურთიერთქმედება და ა.შ. “წვრთნები მოეწყო ეგვიპტის შეიარაღებული ძალების გენერალური სარდლობის გეგმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს განათლების დონის ამაღლებას და გამოცდილების გაზიარება-გაცვლას მეგობარი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან.“ ხაზგასმულია აბდულჰაფიზის განცხადებაში. ქაიროდან მიღებული მეორე ინფორმაციით, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის შეიარაღებულმა ძალებმა ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს სახელწოდებით „ტაბუკ-5,“ რომელშიც მონაწილეობას იღებენ ორი ქვეყნის კერძო სამხედრო ნაწილები.


საკვანძო სიტყვები: #სამხედრო წვრთნები , #აშშ , #ეგვიპტე

მსგავსი ინფორმაციები