ჩრდილოეთ პოლუსზე მეხის დაცემის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა

მას იწვევს კლიმატური ცვლილებებზე დაფუძნებული ენერგიული შტორმები

1759041
ჩრდილოეთ პოლუსზე მეხის დაცემის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა

ცნობილი გახდა, რომ გლობალური კლიმატის ცვლილების გამო გასულ წელს, ჩრდილოეთ პოლუსზე დაფიქსირდა მეხების დაცემის დიდი ზრდა. გარემოსდაცვითი კომპანია “Vaisala“-ს ანგარიშში, რომელიც აკონტროლებს მეხების დაცემას მთელ მსოფლიოში, ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ განედის 80 გრადუსის ზევით, 2021 წელში მთლიანობაში 7278 მეხი დაეცა, რაც თითქმის გაორმაგებული რიცხვია წინა 9 წლის საერთო ჯამზე.  მეტეოროლოგმა და მეხის აპლიკაციების მენეჯერმა ვაისალაში კრის ვაგასკიმ  CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ ელვა-ჭექისა და მეხის დაცემის მოვლენები, ძალიან იშვიათია არქტიკულ რეგიონებში და ამიტომ,  ეს ზრდა შეაფასა როგორც კლიმატური ცვლილებებისა და კლიმატური კრიზისის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. მისივე თქმით, მეხის დაცემა ხდება ენერგიული შტორმების დროს, რომლებიც დაკავშირებულია არასტაბილურ ატმოსფეროსთან და რომელიც მოითხოვს შედარებით ცხელ და ნოტიო ჰაერს. “მეხის დაცემა  აჩვენებს, რომ ჰაერის ტემპერატურა ამ ბოლო წლებში ძირითადად  პოლარულ რეგიონში უფრო მეტად იზრდება. ჩვენ ისიც უკვე ვიცით, რომ კლიმატი  პოლარულ რეგიონში უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. ცხელი და ნოტიო ჰაერი ყველა კონტინენტიდან ახლა ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში ამოდის რა, აქ რჩება და ქმნის შტორმებს, რაც საბოლოო ჯამში მეხების დაცემას იწვევს" აღნიშნავს ვაგასკი.


საკვანძო სიტყვები: #მეხი , #ჩრდილოეთ პოლუსი

მსგავსი ინფორმაციები