იდუმალი დაავადება კანადაში

ნევროლოგიური დაავადება თანდათან უფრო მეტ ახალგაზრდაზე ახდენს გავლენას

1756175
იდუმალი დაავადება კანადაში

გავრცელებული ინფორმაციით, კანადის შტატ ნიუ-ბრუნსვიკში დაფიქსირებული ნევროლოგიური დაავადება თანდათან უფრო მეტ ახალგაზრდაზე ახდენს გავლენას და ზოგიერთ მათგანში იწვევს სწრაფ კოგნიტურ დაქვეითებას.

ნიუ-ბრუნსვიკის შტატის ორი ძირითადი ჯანდაცვის ორგანოდან ერთ-ერთის Vitalite-ს სამედიცინო ქსელის თანამშრომელმა The Guardian-ს განუცხადა, რომ ნევროლოგიური დაავადების საეჭვო შემთხვევები, რომლებიც 2 წელზე მეტია ფიქსირდება და მიიპყრო ექსპერტების ყურადღება, იზრდება და ახალგაზრდებს, რომლებსაც მანამდე ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდათ, აღენიშნებათ მთელი რიგი სიმპტომები წონის დაკლება, უძილობა, ჰალუცინაციები, აზროვნების გაძნელება და შეზღუდული მობილურობა.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად დაკვირვების პროცესში მყოფი შემთხვევების რაოდენობა ოფიციალურად არის 48, რამდენიმე წყარო აცხადებს, რომ ეს რიცხვი შეიძლება 150-მდე გაიზარდოს.



მსგავსი ინფორმაციები