ჯანმომ ომიკრონთან დაკავშირებით ახალი რეკომენდაციები გასცა
“შეზღუდვები მიღებულ უნდა იქნას მტკიცებულებებზე და რისკებზე დაფუძნებული მიდგომით“
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოაცხადა, რომ მოგზაურობის შეზღუდვები იმ ქვეყნებისთვის, სადაც წარმოიშვა ახალი ტიპის კორონავირუსის Omicron ვარიანტი, ხელს ვერ შეუშლის ამ ვარიანტის გლობალურ გავრცელებას. ორგანიზაციის წერილობით განცხადებაში საერთაშორისო საზოგადოებას რეკომენდაციები მიეცა Omicron-ის ვარიანტთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ბოტსვანა, რომლებშიც პირველად დაფიქსირდა ეს ახალი ვარიანტი, ომიკრონის შემთხვევების სწრაფად გამოვლენითა და ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების გატარებით, წარმატებულ ბრძოლას აჩვენებენ. ამავე განცხადებაში, რომელშიც Omicron-ის ვარიანტი აღწერილია, როგორც "შემაშფოთებელი", იძლევიან რეკომენდაციას, რომ ქვეყნებმა, რომლებიც იყენებენ სამოგზაურო შეზღუდვებს, უნდა მიიღონ ეს ზომები მტკიცებულებებზე და რისკებზე დაფუძნებული მიდგომით. ხოლო ამის პარალელურად, სანამ ეს ეპიდემია გრძელდება, მანამდე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოგზაურობები, ჰუმანიტარული დახმარებები, ტვირთების ტრანსპორტირება, ძირითადი პროდუქტების მიწოდება და სხვა მსგავსი ჰუმანიტარული დახმარებები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.