თურქეთში დღეიდან ძალაში შევიდა პარიზის კლიმატის შეთანხმება

თურქეთში დღეიდან ძალაში შევიდა პარიზის კლიმატის შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას

1732098
თურქეთში დღეიდან ძალაში შევიდა პარიზის კლიმატის შეთანხმება

თურქეთში დღეიდან ძალაში შევიდა პარიზის კლიმატის შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას და რომელიც თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა (TBMM) დაამტკიცა.

შეთანხმება, რომლის მიზანია ამ საუკუნის ბოლოსთვის გლობალური ტემპერატურის მატების 1,5 გრადუსით შემცირება, მიზნად ისახავს სათბურის გაზების ემისიების გლობალურ დონეზე კლების ტენდენციის დაწყებას.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ თურქეთი პარიზის შეთანხმების მხარე გახდებოდა.

ამის შემდეგ შეთანხმება პარლამენტის გენერალურ სესიაზე ერთხმად დამტკიცდა, რითაც თურქეთი შეთანხმების 192-ე მხარე გახდა.

შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილია, რომ თურქეთი პირველ რიგში განაახლებს ემისიების შემცირების მიზნების შემცველ ეროვნული წვლილის განცხადებებს და წარუდგენს გაეროს სამდივნოს.

შემდეგ, სავარაუდოდ, პრეზიდენტ ერდოღანის მიერ გამოცხადებული „2053 წლისთვის წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევის“ მიზნისთვის სამოქმედო გეგმა შიქმნება.

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო შეთანხმების სამდივნოს აღმასრულებელმა დირექტორმა პატრისია ესპინოზამ განაცხადა: "თურქეთს დიდი ეკონომიკა აქვს. ამიტომ თურქეთის წვლილი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სფეროში, რომლებიც მოიცავს პარიზის შეთანხმებას."


საკვანძო სიტყვები: #პარიზის შეთანხმება , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები