თურეჯი და შაჰინი: "კორონავირუსი გახდება უფრო მართვადი ვირუსი"

თურეჯი და შაჰინი: "კორონავირუსი გახდება უფრო მართვადი ვირუსი"

1728169
თურეჯი და შაჰინი: "კორონავირუსი გახდება უფრო მართვადი ვირუსი"

დოქტორმა ოზლემ თურეჯიმ და პროფესორმა უღურ შაჰინმა, გერმანული კომპანია BioNTech-ის დამფუძნებლებმა, რომელმაც შექმნა პირველი დამტკიცებული ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვაქცინა, იმასთან დაკავშირებით თუ როდის დასრულდება ეპიდემია, განაცხადეს:

„წლების გასვლასთან ერთად ვირუსი მოიპოვებს იმ გრიპის ვირუსის სტატუსს, რომლის საწინააღმდეგოდაც მოსახლეობის ზოგიერთი ჯგუფის ვაქცინირება ყოველწლიურად ან ორ წელიწადში ერთხელ ხდება. კორონავირუსი გახდება უფრო მართვადი ვირუსი.“

კოვიდ-19-ის ვარიანტებზე მითითებით შაჰინმა თქვა: „ამჟამად ვაქცინების ტესტირებას ვაკეთებთ მოხალისეთა შედარებით მცირე ჯგუფში. სამხრეთ აფრიკის ბეტა ვარიანტის კვლევა თითქმის დასრულებულია და მიმდინარეობს კვლევა დელტა ვარიანტის შესახებ მონაცემების შესაგროვებლად.“

თურეჯიმ, რომელმაც გააზიარა თავისი პროგნოზები კოვიდ-19-ის ეპიდემიის მომავლის შესახებ, ასევე თქვა: ”რაც ახლა შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ არის ის, რომ ნელ-ნელა მკვიდრდება ახალი ნორმალიზება. ჩვენ ამას უკვე ვგრძნობთ. ჩვენ ვსწავლობთ როგორ გავუმკლავდეთ ვირუსს.”

„დადგება ნორმალიზება, როდესაც ჩვენ შეგვეძლება ვიმოქმედოთ უფრო თავისუფლად, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი იმუნურია. რა თქმა უნდა, ვირუსთან კიდევ გვაქვს საქმე რამდენიმე წელი. წლების გასვლასთან ერთად ვირუსი მოიპოვებს იმ გრიპის ვირუსის სტატუსს, რომლის საწინააღმდეგოდაც მოსახლეობის ზოგიერთი ჯგუფის ვაქცინირება ყოველწლიურად ან ორ წელიწადში ერთხელ ხდება. კორონავირუსი გახდება უფრო მართვადი ვირუსი.“-განაცხადა ოზლემ თურეჯიმ.

შაჰინმა კი აღნიშნა, რომ არ არის საჭირო კოვიდ-19-ის ამჟამინდელი ვაქცინის შეცვლა და დაამატა: ”ამჟამად არ არის საჭირო არსებული ვაქცინის ჩანაცვლება. მაგრამ ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია ვაწარმოოთ ახალი ვარიანტის ვაქცინები და შევამოწმოთ ისინი კლინიკურად, რათა ვაჩვენოთ, რომ ისინი ისეთივე უსაფრთხოა, როგორც ვაქცინები, რომლებსაც ამჟამად ვიყენებთ. თუ ახალი ვარიანტი გამოჩნდება მომდევნო რამდენიმე წელიწადში და საჭირო გახდება ვაქცინას ადაპტაცია, ჩვენ ამას ძალიან სწრაფად შევძლებთ, რადგან უკვე შევქმენით საჭირო პროცედურა. ამის წყალობით ძალიან მშვიდად შევძლებთ მოვემზადოთ იმისთვის, რომ ვაქცინას შესაძლოა დასჭირდეს ადაპტაცია ახალ ვირუსთან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ."



მსგავსი ინფორმაციები