ბაიდენი ჩინეთის მიერ ჰიპერბგერითი რაკეტის გამოცდით შეშფოთებულია

Financial Times-ი ამტკიცებს, რომ ივლისში ჩინეთმა ჰიპერბგერითი სარაკეტო ტესტირება ჩაატარა

1722800
ბაიდენი ჩინეთის მიერ ჰიპერბგერითი რაკეტის გამოცდით შეშფოთებულია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია ჩინეთის მიერ ჰიპერბგერითი რაკეტის გამოცდის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის გამო.

ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გამგზავრებამდე ენდრიუს სამხედრო საჰაერო ბაზაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის შეკითხვას: "გაშფოთებთ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთმა ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადა?" უპასუხა "დიახ".

გაზეთი Financial Times-ი 5 წყაროზე დაყრდობით, რომელთა ვინაობაც უცნობია, 16 ოქტომბერს წერდა, რომ ჩინეთმა ივლისში ჰიპერბგერითი სარაკეტო ტესტირება ჩაატარა. ინფორმაციის მიხედვით, რაკეტა დედამიწის დაბალ ორბიტაზე გავიდა, მაგრამ სამიზნეს მცირედი გადახრით ასცდა.



მსგავსი ინფორმაციები