იაპონია შეშფოთებულია ფხენიანის ახალი სარაკეტო გამოცდებით

ჩრდილოეთ კორეამ სექტემბერში ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

1721738
იაპონია შეშფოთებულია ფხენიანის ახალი სარაკეტო გამოცდებით

 

ადგილობრივ პრესასთან საუბრისას იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ქიშიდა ფუმიომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, თუმცა ამ ინციდენტს რაიმე მსხვერპლი ან ზარალი არ მოჰყოლია. “ჩრდილოეთ კორეა სარაკეტო გამოცდებს სექტემბრიდან ახორციელებს, რაც "საკმაოდ სამწუხაროა და გვაშფოთებს. "მე ქვეყნის სამხედრო ნაწილებს დავავალე სიფხიზლე გამოიჩინონ და მომზადებული შეხვდნენ შესაძლო საგანგებო სიტუაციის გამოცხადებას. იაპონიის მთავრობის პრეს-სპიკერმა მაცუნო ჰიროკაზუმ კი განაცხადა: "ჩვენ ვგმობთ ფხენიანის მხრიდან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების უგულებელყოფას."

სამხრეთ კორეის გენერალური შტაბის განცხადების თანახმად, ფხენიანმა ერთ -ერთი რაკეტა გატყორცნა სინპოს რეგიონიდან, ხოლო მეორე რაკეტა კი წყალქვეშა გემიდან. თვით ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, მათ სექტემბერში ორი ჰიპერსონიული დისტანციური ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადეს.



მსგავსი ინფორმაციები