ქუვეითში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა
ქუვეითში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა
1721051
ქუვეითში, მინა-ალ-აჰმადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დესულფურიზაციის განყოფილებაში ხანძარი გაჩნდა.
ქუვეითის ეროვნულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ Twitter-ით გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დილით ხანძარი გაჩნდა მინა-ალ აჰმადის დესულფურიზაციის განყოფილებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გადამამუშავებელი და საექსპორტო ოპერაციები ხანძრით არ დაზარალებულა და მსხვერპლი არ არის.