ესპანეთში „ტირილის სახლი“ გაიხსნა

ესპანეთში „ტირილის სახლი“ გაიხსნა

1721319
ესპანეთში „ტირილის სახლი“ გაიხსნა

მათ, ვისაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ხშირად შეუძლიათ მისი თავიდან აცილება სპეციალისტის დახმარებით. საინტერესო მეთოდი იქნა გამოყენებული ესპანეთში ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილების მიზნით. ერთ-ერთმა კერძო კლინიკამ, დედაქალაქ მადრიდში „ტირილის სახლი“ გახსნა. მიზანი არის იმის ჩვენება, რომ ფსიქოლოგთან მისვლა ნორმალურია. აღნიშნულ „ტირილის სახლის“ კედლებზე გახსნის ცერემონიის დროს, ფსიქოლოგების ტელეფონის ნომრები გაშუქდა, რომლებიც მკრთალი ფერის შუქებით იყო მორთული. კედლებზე ასევე დაიწერა ისეთი შეტყობინებები, როგორიცაა „მოდი და ტირე“, „მეც მაქვს შფოთი“, „ცუდის ყოფნაც კარგია“, „ის, ვინც ტირის, არის მამაცი“.

ცნობისათვის, ესპანეთის მთავრობის მონაცემებით, ქვეყანაში ყოველი 10 ახალგაზრდიდან ერთს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. მოსახლეობის დაახლოებით 6 პროცენტს კი ასევე აქვს უიმედობის პრობლემები.


საკვანძო სიტყვები: #ტირილის სახლი , #ესპანეთი

მსგავსი ინფორმაციები