TURKOVAC-ის დელტას ვარიანტის მიმართ კვლევებში ვირუსი იზოლირებული იქნა

TURKOVAC-ის დელტას ვარიანტის მიმართ კვლევებში ვირუსი იზოლირებული იქნა

1719515
TURKOVAC-ის დელტას ვარიანტის მიმართ კვლევებში ვირუსი იზოლირებული იქნა

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) წინააღმდეგ შექმნილი ადგილობრივი ვაქცინის TURKOVAC-ის დელტას ვარიანტის მიმართ კვლევებში ვირუსი იზოლირებული იქნა.

კაისერის ერჯიესის უნივერსიტეტის (ERÜ) რექტორმა, პროფ. მუსტაფა ჩალიშმა, უნივერსიტეტში შექმნილი TURKOVAC-ის ვაქცინის კოვიდ -19-ის დელტა ვარიანტის მიმართ ეფექტურობის თაობაზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: ”ჩვენ მოვახდინეთ დელტა ვარიანტის იზოლირება.“

ჩალიშის თქმით, მათ წინა კვლევაში აჩვენეს, რომ TURKOVAC-ის ვაქცინა 100 პროცენტით ეფექტურია ინგლისური (ალფა) ვარიანტის წინააღმდეგ.

მან ასევე თქვა, რომ დაიწყეს მუშაობა დელტა ვარიანტზე.

"ჩვენ მოვახდინეთ დელტა ვარიანტის იზოლირება. ვიკვლევთ TURKOVAC-ის ვაქცინის ეფექტურობას დელტა ვარიანტის წინააღმდეგ. ჩვენი მუშაობა გრძელდება როგორც ტრანსგენურ თაგვებში, ასევე მოხალისე შრატებში. ვიმედოვნებთ, რომ ეს დასრულდება რაც შეიძლება მალე. ჩვენ ველით, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, როგორც ალფა ვარიანტში. ჩვენი გუნდი სწრაფად მუშაობს, შესაძლოა ერთ თვეში ჩვენ შევძლებთ ვაჩვენოთ TURKOVAC- ის ეფექტი დელტას ვარიანტზე."

ჩალიშის განცხადებით, TURKOVAC-ის ვაქცინის მე –3 ფაზის კვლევები გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები