Facebook-ზე, Instagram-სა და WhatsApp-ზე წვდომა გუშინ 6 საათის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა

Facebook-ზე, Instagram-სა და WhatsApp-ზე წვდომა გუშინ 6 საათის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა

1714733
Facebook-ზე, Instagram-სა და WhatsApp-ზე წვდომა გუშინ 6 საათის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა

Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის სერვერებზე მსოფლიო მასშტაბის შეფერხება აღმოფხვრილი იქნა.

აღნიშნულ ქსელებზე წვდომა გუშინ საღამოს დაახლოებით 6 საათის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

განმარტეს, რომ წვდომაზე ბლოკირება გამოწვეული იყო არასწორი კონფიგურაციით და არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მომხმარებლების მონაცემები მოიპარეს.

Facebook-ის ინფრასტრუქტურის დირექტორმა სანტოშ ჯანარდანმა, კომპანიის ვებგვერდზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: "ჩვენს პლტაფორმაზე მომხდარი წყვეტის გამო ბოდიშს ვუხდით ყველა იმ ადამიანას და კომპანიას მთელს მსოფლიოში, რომლებიც ჩვენგვენდობიან."

კომპანიამ განაცხადა, რომ არ არსებობს მტკიცებულება ამ პროცესში მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის შესახებ და უარყო ამ მიმართულებით გავრცელებული ინფორმაციები.



მსგავსი ინფორმაციები