ფაიზერმა კოვიდ-19 საწინააღმდეგო პრეპარატის გამოცდა დაიწყო

ახალი აბი, რიტონავირთან ერთად იქნება გამოყენებული

1711501
ფაიზერმა კოვიდ-19 საწინააღმდეგო პრეპარატის გამოცდა დაიწყო

აშშ-ში დაფუძნებულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer–მა განაცხადა, რომ მათ დაიწყეს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოცდა. Pfizer–ის მხრიდან წარმოებული ეს ანტივირუსული პრეპარატის კლინიკური კვლევები ჩატარდება 18 წელზე უფროსი ასაკის 2,660 ჯანმრთელ მოზარდზე, რომლებიც ცხოვრობენ იმავე ოჯახში იმ ადამიანებთან, რომლებიც ინფიცირებულნი არიან COVID-19-ით, ანდა, ავლენენ მის სიმპტომებს. ფაიზერის გლობალური კვლევის, განვითარების და მედიცინის ხელმძღვანელმა მიქაელ დოლსტენმა თქვა, რომ თუკი პრეპარატი გამოცდას წარმატებით ჩააბარებს, მაშინ, ჯერ ერთი ის  ვირუსს გამრავლებამდე შეაჩერებს და მეორეც, ინფიცირებულებში თავიდან ააცილებინებს სიმპტომების განვითარებას. ამავე განცხადებით, ახალი პრეპარატი, რომლის მიზანია კოვიდ-19 ვირუსის გამრავლების ფერმენტის წარმოების შეჩერება, რიტონავირთან ერთად იქნება გამოყენებული. ამ დროს, ამერიკულმა ფირმა Merck–მა და შვედურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Roche–მაც განაცხადეს, რომ კოვიდ–19 ინფექციის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით, ისინიც ავითარებენ წამლებს აბების ფორმატში.


საკვანძო სიტყვები: #ვაქცინა , #კოვიდ-19 , #Pfizer

მსგავსი ინფორმაციები