TRT World Forum-ი 19-20 ოქტომბერს ონლაინ რეჟიმში გაიმართება

მისი მთავარი თემა იქნება: "ძალა და პარადოქსი: დიდი სტრატეგიის გაგება 21-ე საუკუნეში"

1711073
TRT World Forum-ი 19-20 ოქტომბერს ონლაინ რეჟიმში გაიმართება

TRT World Forum-ი წელს მეხუთედ 19-20 ოქტომბერს ონლაინ რეჟიმში გაიმართება და მისი მთავარი თემა იქნება: "ძალა და პარადოქსი: დიდი სტრატეგიის გაგება 21-ე საუკუნეში." თურქეთის ტელე-რადიო კორპორაციის (TRT) განცხადების თანახმად, TRT World Forum-ი, რომელიც 2017 წლიდან იმართება მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, კიდევ ერთხელ თავს მოუყრის მსოფლიოს წამყვან აკადემიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ინტელექტუალებს, პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს და პრესის წარმომადგენლებს. ფორუმის ეგიდით სულ 16 სესია ჩატარდება და მასზე მსოფლიოში ცნობილი სახეები, რომლებიც თავიანთ დარგებში წამყვან ექსპერტებს წარმოადგენენ, განიხილავენ როგორც ბოლო წლების პოლიტიკურ,  სოციალურ, კულტურულ პრობლემებს, ასევე გლობალური ჰუმანიტარული კრიზისის, საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის, ძალაუფლების შეზღუდვების და გლობალური სამართლის საკითხებსაც. გარდა ამისა, თალიბების მიერ ავღანეთის ხელში ჩაგდების შემდეგ, TRT World Forum-ს ახალი თემა დაემატა სახელწოდებით: "თალიბანის დაბრუნება: შეცდომები და გაკვეთილები", რომელზედაც დარგის ექსპერტები დეტალურად განიხილავენ და ისაუბრებენ ავღანეთში შექმნილ დღევანდელ მდგომარეობაზე. TRT World Forum-ზე რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ გვერდზე: https://www.trtworldforum.com/trt-world-forum-2021/


საკვანძო სიტყვები: #trt , #ტრტ , #TRT World Forum

მსგავსი ინფორმაციები