TEKNOFEST-ი 2021 დაიწყო

TEKNOFEST-ი 2021 დაიწყო

1708712
TEKNOFEST-ი 2021 დაიწყო
teknofest.jpg
teknofest.jpg
teknofest.jpg
teknofest.jpg

თურქეთის უდიდესი საავიაციო, კოსმოსური და ტექნოლოგიური ფესტივალი (TEKNOFEST) სტამბოლში, ათათურქის სახელობის აეროპორტში დაიწყო.

თურქეთის ტექნიკური გუნდის ფონდის  (T3) სამეურვეო და  TEKNOFEST-ის საბჭოს თავმჯდომარე სელჩუკ ბაირაქტარმა ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ იგი ძალიან ბედნიერია რადგან უკვე მეოთხე წელია ახალგაზრდებთან, რომლებიც თურქეთის ყველა კუთხიდან მონაწილეობენ,  ერთად ატარებს ამ ფესტივალს.

„ჩვენ არასოდეს დავთმობთ ეროვნული ტექნოლოგიური ნაბიჯის იდეალს და ჩვენს მიზანს, რომ თურქეთი წამყვანი ქვეყანა გახდეს ყველა სფეროში. ამ გზიდან უკან დაბრუნება არ არის. ამ გზაზე გაჩერება არ არის. წარმატებები TEKNOFEST-ს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს და ყველა იმ გეოგრაფიას, რომელსაც ის ეხება,“ განაცხადა სელჩუკ ბაირაქტარმა.

მიმდინარე წლის ფესტივალზე წარმოდგენილ იქნება შერეული ჯგუფის სიმულაციის, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, უპილოტო საბრძოლო საჰაერო აპარატების, ხელოვნური ინტელექტის, კულტურისა და ტურიზმის ტექნოლოგიების, უპილოტო სასოფლო-სამეურნეო მანქანებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოფენები და ამასთან მრავალი კონკურსები და შეჯიბრებებიც გაიმართება.

TEKNOFEST-ი 2021, 26 სექტემბრამდე გაგრძელდება.


საკვანძო სიტყვები: #TEKNOFEST-ი 2021 დაიწყო

მსგავსი ინფორმაციები