ლიბანში საწყობებში გადამალული ტონობით მედიკამენტი ამოიღეს

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიბანში საწყობებში გადამალული ტონობით მედიკამენტი ამოიღეს

1696439
ლიბანში საწყობებში გადამალული ტონობით მედიკამენტი ამოიღეს

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიბანში საწყობებში გადამალული ტონობით მედიკამენტი ამოიღეს.

მას შემდეგ, რაც ჯარმა თხევადი საწვავის სადგურები შეამოწმა და საწვავი ამოიღო, ჯანდაცვის სამინისტრო ასევე შევიდა სააფთიაქო საწყობებში და ტონობით მედიკამენტი ამოიღო.

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა ჰამედ ჰასანმა, შინაგან საქმეთა უსაფრთხოების ძალების ჯგუფების თანხლებით, შეამოწმა საწყობები ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ჯედრაში და სამხრეთით ალ-აკიბიეს რეგიონებში.

ჯანდაცვის მინისტრმა დედაქალაქ ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამოღებულ მედიკამენტებს შორის იყო ქრონიკული დაავადებების წამლები, ანტიბიოტიკები და ბავშვთა საკვები.

მისივე თქმით, ამოღებულ მედიკამენტებს შორის არის ათასობით მალამო, რომელიც გამოიყენება დამწვრობის სამკურნალოდ.

მინისტრმა დასძინა, რომ გამოძიება დაიწყება დამნაშავეების დასადგენად და ამოღებული მედიკამენტებს ჯანდაცვის სამინისტროს წამლების ინსპექტირების სააგენტოს ზედამხედველობით მოქალაქეებს და აფთიაქებს მიჰყიდიან.

ლიბანის არმიამ 14 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შევიდოდა ბენზინგასამართ სადგურებზე, რომლებიც ამჟამად ქვეყანასი საწვავს არ ჰყიდნენ და საწვავს ამოიღებდა. შემდგომ ჩატარებული რეიდების დროს ჩამორთმეული აღნიშნული საწვავი საავადმყოფოებს და საცხობებს გამოსაყენებლად გადასცეს.



მსგავსი ინფორმაციები