თურქულ უპილოტოებს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევში გამოფენენ

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს წარმოდგენილი იქნება თურქული უპილოტო შეიარაღებული საფრენი აპარატი (SİHA) Bayraktar TB2

1695923
თურქულ უპილოტოებს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევში გამოფენენ

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს წარმოდგენილი იქნება თურქული უპილოტო შეიარაღებული საფრენი აპარატი (SİHA) Bayraktar TB2.

Bayraktar TB2-ით, რომელიც თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის სიამაყეა, ამჯერად უკრაინაში აღფრთოვანდნენ.

დედაქალაქ კიევში 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღის სამხედრო აღლუმის რეპეტიციები ჩატარდა.

ბოლო რეპეტიციაზე Bayraktar TB2, რომელიც უკრაინამ თურქეთისგან იყიდა, გამოიფინა დედაქალაქ კიევში და ის კიევის მოსახლეობის ყურადღების ცენტრში მოექცა.

უკრაინის სახელმწიფო კვლევის ინსტიტუტმა 3 კვირის წინ ჩატარებული ტესტებით Bayraktar TB2–ის საბრძოლო შესაძლებლობები შეაფასა, როგორც „შესანიშნავი“.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ Bayraktar TB2–ს აქვს უმაღლესი დონის პერფორმანსი გლობალური მასშტაბით ელექტრონულ ომში.

კიევმა Bayraktar TB2 ასევე გამოიყენა ნატო-ს შავ ზღვაში წვრთნებში „ზღვის ნიავი 2021“.



მსგავსი ინფორმაციები