FDA-ს მორიგი გაფრთხილება Johnson & Johnson-ის ვაქცინასთან დაკავშირებით

FDA-ს მორიგი გაფრთხილება Johnson & Johnson-ის ვაქცინასთან დაკავშირებით

1674687
FDA-ს მორიგი გაფრთხილება Johnson & Johnson-ის ვაქცინასთან დაკავშირებით

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) განაცხადა, რომ „​ჯონსონ ენდ ჯონსონის“ მიერ შემუშავებულმა ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვაქცინამ შეიძლება იშვიათი ნევროლოგიური აშლილობა გამოიწვიოს. FDA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ ხსენებული ვაქცინით აცრილი დაახლოებით 100 ათასი შემთხვევა გამოიკვლიეს, რომლებშიც, გილაინ-ბარის სინდრომი (GBS) „მცირე, მაგრამ შესაძლო“ რისკი დაფიქსირდა.

მათივე განცხადებით, შემთხვევები ჩვეულებრივ აღინიშნება 50 წლის და უფროსი ასაკის მამაკაცებში.

ცნობისათვის, გილაინ-ბარის სინდრომი (GBS) იწვევს არარეგულარულ გულისცემას, სუნთქვის გაძნელებას და უამრავ სხვა პრობლემას.


საკვანძო სიტყვები: #ვაქცინა , #„​ჯონსონ ენდ ჯონსონი" , #FDA

მსგავსი ინფორმაციები