ყავის მოხმარებას შეუძლია თავიდან აგაცილოთ ღვიძლის ქრონიკული დაავადებები
ყავის მოხმარებას შეუძლია თავიდან აგაცილოთ ღვიძლის ქრონიკული დაავადებები

ცნობილი გახდა, რომ ნებისმიერი ტიპის ყავის მოხმარებას შეუძლია თავიდან აიცილოს ღვიძლის ქრონიკული დაავადება.
ინგლისში საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს გამოკვლევა, თუ რამდენად ამცირებს ყავა ღვიძლის ქრონიკული დაავადების რისკს.
კვლევის დროს გაანალიზებული იქნა 494 ათას 585 მონაწილის მონაცემები.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ მონაწილეები 40 – დან 69 წლამდე ასაკის იყვნენ, მათგან 384 ათას 818 ყავას მოიხმარდა, ხოლო 109 ათას 767 კი არა.
კვლევის ფარგლებში მონაწილეების ღვიძლის დარღვევებს 11 წლის განმავლობაში ადევნებდნენ თვალყურს.
ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანებს, რომლებიც ყავას მოიხმარენ, 20 პროცენტით ნაკლები აქვთ ღვიძლის ქრონიკული დაავადებების და ღვიძლის გაცხიმიანებასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკი, ვიდრე მათ, ვინც მას არ მოიხმარენ.
ასევე განაცხადეს, რომ ადამიანებში, რომლებიც ყავას მოიხმარენ, 49 პროცენტით ნაკლებია ღვიძლის დაავადებებით სიკვდილის რისკი, ვიდრე მათში, ვინც მას არ მოიხმარს.