ირანი აცხადებს, რომ დღემდე 60%-ით გამდიდრებული ურანის რაოდენობამ დახლოებით 6,5 კილოგრამს მიაღწია

ირანი აცხადებს, რომ დღემდე 60%-ით გამდიდრებული ურანის რაოდენობამ დახლოებით 6,5 კილოგრამს მიაღწია

1659124
ირანი აცხადებს, რომ დღემდე 60%-ით გამდიდრებული ურანის რაოდენობამ დახლოებით 6,5 კილოგრამს მიაღწია

ირანის მთავრობის პრესსპიკერმა ალი რებიიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ბირთვულ სადგურებზე 60%-ით 6,5 კილოგრამი და 20%-ით კი 108 კილოგრამი ურანი იქნა გამდიდრებული.  

ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ირნა“-ს თანახმად, რებიიმ 18 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჰასან როჰანის მთავრობის მიმართ კრიტიკას გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა.

მისი თქმით, ისინი ვინც მთავრობას აკრიტიკებს, თვალს არიდებენ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს და მიუხედავად ამისა, სხვადასხვა სფეროში ბევრი წარმატება ქნა მიღწეული.

რებიი ასევე შეეხო ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ურანის გამდიდრების სამუშაოებს და დასძინა, რომ დღემდე 60%-ით გამდიდრებული ურანის რაოდენობამ დახლოებით 6,5 კილოგრამს, 20%-ით გამდიდრებული ურანის რაოდენობამ კი 108 კილოგრამს მიაღწია.

მან განაცხადა, რომ აღნიშნული გამდიდრების სამუშაოები გაცილებით სწრაფად ჩატარდა, ვიდრე ირანის პარლამენტის მიერ იყო გათვალისწინებული.

რებიის თქმით, ისინი იმედოვნებენ, რომ სანქციები უახლოეს თვეებში მოიხსნება და პარასკევს გასამართ მე -13 საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობას ინტენსიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

იმავდროულად, რეფორმისტმა პოლიტიკოსმა მუჰსინ მიჰრალიზადემ, საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთმა კანდიდატმა, განაცხადა, რომ ის არჩევნებიდან საკუთარ კანდიდატურას ხსნის.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიჰრალიზადემ თავისი კანდიდატურა სხვა კანდიდატის, აბდუნნასერ ჰიმეთის სასარგებლოდ მოხსნა, რომელიც რეფორმატორებთან სიახლოვით არის ცნობილი.



მსგავსი ინფორმაციები