პირველი ელექტრო მფრინავი ტაქსი „MAKER“
აშშ-ში წარმოებული პირველი ელექტრო მფრინავი ტაქსის „MAKER“-ის პრეზენტაცია გაიმართა
1656219
ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოებული პირველი ელექტრო მფრინავი ტაქსის „MAKER“-ის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციის დროს ასევე ნაჩვენები იქნა მფრინავი ტაქსის სიმულაციური კადრები.
ორკაციანი საჰაერო აპარატი საათში 240 კილომეტრის სიჩქარით ფრენას შეძლებს.
მფრინავი ტაქსის შემქმნელთა მიზანია გადატვირთულ საგზაო მოძრაობაში ერთ საათიანი მგზავრობის 5 წუთამდე შემცირება.
30 კილომეტრიანი მოგზაურობა 70 დოლარი ეღირება.
საჰაერო აპარატი, რომელიც ჯერ კიდევ ტესტირების ფაზაშია, სავარაუდოდ, 2024 წლისთვის მიიღებს სერტიფიკატს ამერიკის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან.