Pfizer-BionTech-ით აცრილი ყველაზე პატარა ადამიანი 8 თვის ჩვილია

ამერიკაში, ნიუ-იორკის შტატში, 8 თვის ჩვილს ორი დოზა  Pfizer-BionTech-ის ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთდა

1645500
Pfizer-BionTech-ით აცრილი ყველაზე პატარა ადამიანი 8 თვის ჩვილია

ამერიკაში, ნიუ-იორკის შტატში, 8 თვის ჩვილს ორი დოზა  Pfizer-BionTech-ის ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთდა.

ჩვილმა ენზო მინკოლამ „მსოფლიოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ყველაზე პატარა ადამიანის“- ტიტული მიიღო.

ვაქცინა გაუკეთეს მინკოლას, მისი ოჯახის თანხმობით, შტატის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კლინიკური კვლევების ფარგლებში.

ენზოს, რომლის დედა და მამა ექიმები არიან, არ გამოვლენია რაიმე რეაქცია ვაქცინის წინააღმდეგ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

მამა მაიკ მინკოლამ შვილსთვის კოვიდ -19 ვაქცინის გაკეთების შესახებ აღნიშნა: ”ვაქცინის პირველი ფაზის გამოკვლევების შემდეგ მეცნიერებას ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალს, ჩვენ არ გვიყოყმანია.”

დედა, მარისა მინკოლს თქმით, ისინი იმედოვნებენ, რომ სხვა ოჯახების მაგალითს მისცემენ ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და დაამატა: ”მე ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ენზო გზა გაუხსნის სხვა ბავშვების ვაქცინაციას, ეს ჩვენთვის პატივია”.

აშშ – ში დაფუძნებულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Pfizer– მა 25 მარტს თავის გერმანელ პარტნიორთან BioNTech– თან ერთად გამოაცხადა, რომ დაიწყო კოვიდ –19 ვაქცინების გამოცდა 6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებზე.

აშშ – ში დაფუძნებულმა ფარმაცევტულმა კომპანია Moderna– მ ასევე განაცხადა 16 მარტს, რომ მასობრივი იმუნიტეტისთვის 6 თვიდან 11 წლამდე ბავშვებს შორის კოვიდ –19-ის ვაქცინის კვლევა სამუშაოები დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ვაქცინა , #BioNTech , #Pfizer

მსგავსი ინფორმაციები