თურქი სამხედროები ნატოს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ

თურქი სამხედროები ნატოს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ

1637204
თურქი სამხედროები ნატოს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ

თურქეთის 66-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები და სამხედრო მანქანები, რომლებიც ნატოს სამხედრო წვრთნებში „Steadfast Defender 2021“-ში მიიღებენ მონაწილეობას, რუმინეთში გაემგზავრნენ.

ნატოს სამხედრო წვრთნებში „Steadfast Defender 2021“, რომელიც მიზნად ისახავს საბრძოლო მზადყოფნას და ერთად მუშაობის საშუალებას ნატოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მშვიდობისთვის პარტნიორ ქვეყნებს შორის, ნატოს 15 წევრი ქვეყანა და ამ წვრთნებთან დაკავშირებული 26 ქვეყნიდან 30 ათასზე მეტი პერსონალი მიიღებს მონაწილეობას. ამ სამხედრო წვრთნებში მონაწილე თურქი ჯარისკაცები თურქეთის ქალაქ თექირდაღიდან გაემგზავრნენ.

ჩორლუში განლაგებული 66-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის სარდლობის შემადგენლობის, რომელიც ძალზე მაღალი მზაობის ერთობლივი დავალებათა სახმელეთო ბრიგადის როლს ასრულებს, რუმინეთში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად გადაყვანა დაიწყო.

1356 პერსონალი, 214 სამხედრო მანქანა, 39 მისაბმელი და 128 კონტეინერი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სწავლებაში, რუმინეთში სახმელეთო ან საჰაერო გზით გაემართნენ.

66-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის სარდლობის ნაწილები, რომლებიც რუმინეთში ბულგარეთის გავლით ჩავლენ, მონაწილეობას მიიღებენ ქალაქ ცინკუში გასამართ სამხედრო წვრთნებში.


საკვანძო სიტყვები: #სამხედრო წვრთნები , #ნატო , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები