თურქეთში „სპუტნიკ V“ ვაქცინის წარმოება იწყება

თურქეთში „სპუტნიკ V“ ვაქცინის წარმოება იწყება

1628483
თურქეთში „სპუტნიკ V“ ვაქცინის წარმოება იწყება

პირდაპირი ინვესტიციების რუსულმა ფონდმა ფარმაცევტული პროდუქციის წამყვან თურქ მწარმოებელთან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, „სპუტნიკ V"-ს თურქეთში წარმოების შეთანხმება გააფორმა და ტექნოლოგიის ტრანსფერი დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდი ავრცელებს. მათივე განცხადებით, ერთ-ერთ თურქულ ფარმაცევტულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმეს.

ცნობისათვის, ვაქცინა „სპუტნიკ V“ ეფუძნება ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების კარგად შესწავლილ და შემოწმებულ პლატფორმას, რომლის ეფექტურობა 91,1%-ს აღემატება.



მსგავსი ინფორმაციები