უკრაინამ 117 ათასი დოზა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა მიიღო

უკრაინაში ვაქცინირებულ ადამიანთა საერთო რაოდენობამ 432 ათას 817-ს მიაღწია

1622787
უკრაინამ 117 ათასი დოზა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა მიიღო

უკრაინამ 117 ათასი დოზა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა მიიღო.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კოვიდ-19-ის ვაქცინების გლობალური მიწოდების პროგრამის „კოვაქსის“ ფარგლებში გამოყოფილი 117 ათასი დოზა ვაქცინა უკრაინაში ჩაიტანეს.  

უკრაინა „კოვაქსის“ ფარგლებში 8 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს.

ქვეყანაში 24 თებერვალს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებით დაიწყო მასობრივი ვაქცინაცია და ვაქცინირებულ ადამიანთა საერთო რაოდენობამ 432 ათას 817-ს მიაღწია.

უკრაინაში ჩინური ვაქცინა „სინოვაკის“ გამოყენება 13 აპრილს დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: #ვაქცინა , #კოვიდ-19 , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები