Pfizer-ი აცხადებს, რომ შესაძლოა კოვიდ-19-ის მესამე დოზაც გახდეს აუცილებელი
Pfizer-ი აცხადებს, რომ შესაძლოა კოვიდ-19-ის მესამე დოზაც გახდეს აუცილებელი

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა გამოაცხადა, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვაქცინები გაკეთებული, შეიძლება დასჭირდეთ ვაქცინის მესამე დოზა არაუგვიანეს 12 თვის განმავლობაში.
კომპანიის მენეჯერმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა: „შესაძლო სცენარის მიხედვით, მესამე დოზა საჭირო იქნას 6-დან 12 თვემდე და ასევე ადამიანებს ყოველწლიურად დასჭირდებათ ვაქცინაცია. ახალი ვირუსების გამოჩენა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ გადაწყვეტილების მიღებაში.“
მისივე თქმით, Pfizer-ის მონაცემები ემყარება 2000-ზე მეტ ვაქცინირებულ ადამიანს, მაგრამ მეტი მონაცემებია საჭირო ამის დასადგენად და ესეც 6 თვის შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ Pfizer-მა და BioNTech-მა თებერვალში განაცხადეს, რომ ისინი ატარებენ კოვიდ-19 ვაქცინის მესამე დოზის კვლევას, რათა უკეთ გაიგონ იმუნური რეაქცია ვირუსის ახალ ვარიანტებზე.
მსგავსი ინფორმაციები

თურქეთში რიგით მეოთხე საბურღი გემი ჩამოვიდა
7 მარტს სამხრეთ კორეის პორტ ოკპოდან გამოსული გემი მეშვიდე თაობის მოწინავე ტექნოლოგიას ფლობს