Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინა 12-15 წლის ბავშვებში 100%-ით ეფექტურია

Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 12-15 წლის ბავშვებში ინფექციის აღსაკვეთად 100%-ით ეფექტურია

1612298
Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინა 12-15 წლის ბავშვებში 100%-ით ეფექტურია

ამერიკული კომპანია Pfizer-ისა და გერმანული ფირმა BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 12-15 წლის ბავშვებში ინფექციის აღსაკვეთად 100%-ით ეფექტურია.  

Pfizer-მა და BioNTech-მა განაცხადეს, რომ 12-დან 15 წლამდე 2260 ბავშვზე სამუშაოები ჩაატარეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაქცინა ბავშვების იმუნურ სისტემას მნიშვნელოვნად აძლიერებს და ზრდასრულებთან შედარებით ვირუსის წიინააღმდეგ უფრო მეტ ანტისხეულებს ქმნის.

მეორე მხრივ, გამოცხადდა, რომ სრულად ვაქცინირებულ ახალგაზრდებში შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ 18 ადამიანი, რომლებსაც ცრუ ვაქცინაცია ჩაუტარდათ, ვირუსით დაავადდა.

ასევე აღინიშნა, რომ ვაქცინას ზრდასრულების მსგავსი გვერდითი ეფექტები ჰქონდა ახალგაზრდებშიც და ვაქცინის განსაკუთრებით მეორე დოზის შემდეგ ჰქონდათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიცხე, დაღლილობა, ტკივილი და კანკალი.

BioNTech-ი აპირებს მიმართოს ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას და ევროპის ხელისუფლებას, რათა დაუშვან ვაქცინის გადაუდებელი გამოყენება 12 წლისა და ზემო ასაკის ახალგაზრდებში.

6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში კი ფირმა ვაქცინის ცდებს ისევ აგრძელებს.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #ვაქცინა , #BioNTech , #Pfizer

მსგავსი ინფორმაციები