თურქული წარმოების სპრეი ვაქცინა მზად არის ტესტისთვის

სავარაუდოდ, მისი გამოყენება ამ წლის ბოლოს დაიწყება

1611197
თურქული წარმოების სპრეი ვაქცინა მზად არის ტესტისთვის

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ შექმნილი თურქული წარმოების ადგილობრივი სპრეი ვაქცინა, გამოყენებულ იქნება მიმდინარე წლის განმავლობაში. ამის შესახებ თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა, ანკარაში, ჟურნალისტებთან გამართული საუბრის დროს განაცხადა. მისი თქმით, თუ ამ ტემპით გაგრძელდება სპრეის ვაქცინაზე (ინტრანაზალური) მუშაობა, მაშინ, მის გამოყენებას უკვე მიმდინარე წელში შესძლებენ. "ადგილობრივი წარმოების სპრეი ვაქცინის პრეკლინიკური სამუშაოების ეტაპი წარმატებით დასრულდა და ძალიან მოკლე დროში ადამიანებზე, ფაზა 1–ის ტესტებსაც დავიწყებთ, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროსთან მოქმედი თურქეთის ფარმაცევტული და სამედიცინო დაწესებულების (TİTCK) დამტკიცებას ველოდებით. ამის შემდეგ, თუ ყველა ეტაპს წარმატებით დავასრულებთ, მაშინ, ამ წლის ბოლოსათვის შევძლებთ მის მასიურ გამოყენებას,“ განაცხადა ვარანქმა



მსგავსი ინფორმაციები